|
2017-02-14 23:04:52, 2167 ნახვა
სამართალი
მეუფე პეტრეს აზრით, შორენა თეთრუაშვილის „ინტრიგაში“ ხელისუფლების გარკვეული ჯგუფები არიან გარეულები
მეუფე პეტრეს აზრით, შორენა თეთრუაშვილის "ინტრიგაში" ხელისუფლების გარკვეული ჯგუფები არიან გარეულები. ამის შესახებ მან გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა. მეუფე პეტრე არ გამორიცხავს, რომ ქონების დატაცების პროცესში ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. „მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლების გარკვეული ჯგუფი გაუგებრობაში და შეცდომაშია შეყვანილი. დარწმუნებული ვარ, ამ ინტრიგის ნაწილი აღმოჩნდნენ ისინი", - განაცხადა მეუფე პეტრემ. მეუფე პეტრემ შორენა თეთრუაშვილის ქონებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „საქართველოში ქალბატონი, რომელიც არ არის ბიზნესმენი და არ არის ბიზნესმენის მეუღლე და არის ყველაზე დიდი უძრავი ქონების მქონე და ყველაზე მდიდარი". მისივე თქმით, შორენა თეთრუაშვილი და მის გარემოცვაში მყოფი ადამიანები საპატრიარქოს ხარჯზე დიდი რაოდენობით შემოსავალს იღებენ. მისივე თქმით, საპატრიარქოს აქვს რესურსი, ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი და ამაში ყოველთვის „უხილავი ხელი“ უშლიდა და უშლის. მეუფე პეტრე ფიქრობს, რომ შორენა თეთრუაშვილს ზურგს რუსეთი უმაგრებს, რადგან ის დასაყრდენი ძალაა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. „ჩემი აზრით, გარე და სახიფათო ძალა, ანუ დამპყრობელი ძალა, ასე ვთქვათ, მას მხოლოდ მფარველობს, რა დოზითაც მას სჭირდება იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის ყველაზე დიდი დასაყრდენი საქართველოში, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ. ერთ-ერთი ეპარქია რუსეთის ეკლესიის იურისდიქციას შეუერთდა, რასაც მეუფე პეტრე შორენა თეთრუაშვილს უკავშირებს. მისი აზრით, სწორედ შორენა თეთრუაშვილის გამო მოხდა საქართველოს ეკლესიითვის სასიკეთო საქმის ჩაშლა.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)