06:51 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-14 11:41:58, 904 ნახვა

რეგიონი
ესტონელები აჭარაში მოგზაურობით ინტერესდებიან

აჭარის ტურისტულმა შესაძლებლობებმა და ქართულმა სამზარეულომ ესტონელების მოწონება დაიმსახურა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბალტიისპირეთში ყველაზე ძველ და ფართომასშტაბიან გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი დამოუკიდებელი სტენდით წარადგინა.

კულინარიული მასტერკლასებისას ვიზიტორებისთვის იქვე მომზადდა აჭარული ხაჭაპური, ჩურჩხელები და სხვა ქართული კერძები, რამაც სტუმრების განსაკუთრებული ჩართულობა და დაინტერესება გამოიწვია. როგორც რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაცნობისას გაირკვა, გამოფენაზე მოსული ვიზიტორების უმრავლესობა დაინტერესებულია ბათუმში და ზოგადად საქართველოში მოგზაურობით. აჭარის სტენდი გამოფენაზე ესტონური მედიის ყურადღების ქვეშაც მოექცა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ესტონელი ვიზიტორების რეგიონში მოზიდვის მიზნით წელს პირველად, მარკეტინგულ და პიარ კამპანიებს ესტონეთშიც იწყებს.  გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლები უკვე შეხვდენენ სარეკლამო კომპანიებისა და ტურსააგენტოების წარმომადგენლებს, რომლებიც გეგმავენ ესტონელი ტურისტები აჭარითა და საქართველოთი დააინტერესონ.

„ესტონეთი ერთ-ერთია იმ ახალ სამიზნე ქვეყნებს შორის, სადაც აჭარის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებას ვგეგმავთ. რეგიონისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი დიდია და ვფიქრობთ, ეფექტური სარეკლამო კამპანიების წარმოების შემთხვეევაში კიდევ უფრო მეტ ადამიანს დავაინტერესებთ იმოგზაურონ აჭარაში“, - აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნონა მარკარიანმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics