|
2017-02-13 15:23:47, 2398 ნახვა
სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე 13 პირი დააკავეს
თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე, 13 პირი დააკავეს. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166 -ე მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. აქციის მონაწილეები ქალაქის ბიუჯეტიდან „რუსთავი 2-ის“ საქმის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის გადაცემულ ქონებას აპროტესტებენ. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია თბილისის მერიაში შესვლას და მერთან შეხვედრას ითხოვს.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)