|
2017-02-10 16:15:43, 2522 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ე.წ „გასაღების“ კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლ ქვეშ დატოვება ვერ უზრუნველყოფს ერთის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულებას და მეორეს მხრივ, უკანონო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული უნდობლობის გაქარწყლებას. „კანონპროექტი, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნით, გვთავაზობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტოს შექმნას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში, შესაბამისად, ამ სამსახურის კონტროლის ქვეშ იქმნება. მართალია, სააგენტოს თავისი ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმიდან გამომდინარე, დამოუკიდებლობის გარკვეული ელემენტები ექნება, თუმცა ძლიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლქვეშ, დამოუკიდებლობის ეს მწირი ელემენტები, შესაძლოა ფორმალობად იქცეს და ფაქტობრივად არაფერი შეიცვალოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ინსტიტუციურ მოდელში. კითხვის ნიშნებს ბადებს სააგენტოს უფროსის არჩევის წესი, რომელიც არ იძლევა სააგენტოს რეალური დამოუკიდებლობის გარანტიებს. კერძოდ, შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, სააგენტოს უფროსის კანდიდატურა შეირჩევა სპეციალური კომისიის მიერ, თუმცა ამ კომისიის მანდატი თავიდანვე შეზღუდულია. საგულისხმოა, რომ სააგენტოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი კომისიას წინასწარ უკვე შერჩეულ სამ კანდიდატს წარუდგენს, რომელთა შერჩევის პროცესი და კრიტერიუმები კანონპროექტით განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, წარმოდგენილი მოდელის მიხედვით, სპეციალურად შექმნილი კომისია თავიდანვე შეზღუდული იქნება არჩევანის გაკეთების პროცესში, რაც კომისიის შემადგენლობის მნიშვნელობასაც აზრს უკარგავს. სახალხო დამცველის აზრით, ე.წ. „ფარულ მოსმენებთან“ დაკავშირებული წარსული მძიმე მემკვიდრეობის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტს აკისრია უმნიშვნელოვანესი როლი და პასუხისმგებლობა, შეიმუშავოს ისეთი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ჩარევისგან დაცვას და ხელს შეუწყობს ამ პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)