|
2017-02-03 10:35:47, 2254 ნახვა
სამართალი კომენტარი
„რუსთავი 2“-ის ადვოკატი: თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ ამ მოსამართლეებმა როგორღაც ზეწოლას გაუძლეს
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის იურისტი თამთა მურადაშვილი მთავარ პროკურატურაში ე.წ. მოსამართლეების საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე საუბრობს. როგორც მურადაშვილმა აღნიშნა, კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტი, რომ გამოძიება 14 იანვარს დაიწყო და საზოგადოებისთვის ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. „ალბათ, შეუძლებელია, ეს არ დაუკავშირო იმ ზეწოლას, რომელზეც ჩვენ ამდენი ხანია ვსაუბრობთ. შეგახსენებთ, ეს არის ის კოლეგია, რომელიც იძიებდა ჩვენ საქმეს, ეს ორი მოსამართლე შედის სწორედ იმ კოლეგიაში, რომელიც 21 ნოემბერს მთელი ღამის განმავლობაში იხილავდა ჩვენ საჩივარს და მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქმე დიდი პალატისთვის გადაეცათ და თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ ამ მოსამართლეებმა როგორღაც გაუძლეს გარკვეულწილად ზეწოლას, პირდაპირ პასუხისმგებლობა აირიდეს და მთელ სისტემას გადააკისრეს პასუხისმგებლობა, ვინაიდან, მიმდინარეობდა ზეწოლა რუსთავი 2-ის საწინააღმდეგოდ გამოეტანათ გადაწყვეტილება“,-განაცხადა მურადაშვილმა. იურისტის თქმით, დღეს ყველა ნიშანია იმისა, რომ სახელწმიფო ნამდვილად ზეწოლას ახორციელებს სასამართლოზე. ნათელია ჩვენთვის, რომ აქ ნამდვილად არის ზეწოლის აშკარა ნიშნები, ასევე გუშინ გამოქვეყნებული ინფორმაცია, სადაც თითქმის მათი გვარები ფიქსირდება ვითომ რაღაც გარიგებაში არიან ყოფილ მაღალჩინოსნებთან, მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობა ცდილობს, რომ შავი ლაქა მოსცხოს ამ ადამიანებს, რომლებიც ცნობილი არიან თავისი პატიოსნებით და კეთილსინდისიერებით თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ცდილობენ, რომ ჩირქი მოსცხონ ამ ადამიანებს, გამოიყვანონ კანონდამრღვევები,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)