|
2017-01-31 11:20:51, 2373 ნახვა
სამართალი
შალვა ხუციშვილის განცხადებით, გია ცერცვაძის საქმეზე ინტერპოლის მეშვეობით ინფორმაცია გაიცა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, გია ცერცვაძის საქმე ერთადერთი იყო, რომელზეც ინტერპოლის მეშვეობით ინფორმაცია გაიცა. აქედან გამომდინარე, ხუციშვილი ამბობს, რომ უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლების განცხადება, თითქოს ქართული მხარე რუსეთს სამხედროების შესახებ ინფორმაციას აწვდის, სიცრუეა. ხუციშვილის განმარტებით, გია ცერცვაძის საქმეში ბევრი დეტალია, რომელზეც საჯაროდ საუბარი არ შეუძლიათ: „ერთადერთი საქმე იყო, რაზედაც ინტერპოლის მეშვეობით არის გაცემული ეს ინფორმაცია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა ცერცვაძესთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე სხვა რაიმე მსგავსი ქეისი, რაც ცერცვაძის ქეისის მსგავსია, ჩვენ არ გვაქვს. არის თემები, რაზეც საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ ვისაც ეს თემა აინტერესებს და ვისაც ამის კომპეტენცია აქვს, შეგვიძლია მივაწოდოთ ინფორმაცია“,-განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)