|
2017-01-30 17:30:05, 2201 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტები კიდევ 21 აფთიაქში გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა აფთიაქების ხელმძღვანელი პირების მიერ განხორციელებული, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის კიდევ არაერთი ფაქტი გამოავლინა. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, საქართველოში მდებარე 21 სააფთიაქო დაწესებულებიდან მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე, სისტემატიურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია, რითაც დანაშაულებრივი საქმიანობის განმახორციელებელი პირები ხელს უწყობდნენ ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“ და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. "დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილე პირთა გამოვლენისა და უკანონოდ მიღებული შემოსავლების ზუსტი რაოდენობების დადგენის მიზნით, ყველა გამოვლენილ ობიექტში ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების ქვეყანაში ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, დანაშაული, სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით, 1 დან 3 წლამდე. ამავდროულად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს მუშაობას, აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენისა და „სააფთიაქო ნარკომანიის“ საბოლოოდ აღმოფხვრის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)