|
2017-01-29 17:13:01, 1714 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე ევროპა-უკრაინის ფორუმის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა
„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ყველა საერთაშორისო ფორუმსა, თუ ტრიბუნას იმისათვის, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის კონსოლიდაცია, იმისათვის, რომ საქართველო ევროპულ, თუ ნატოს სტრუქტურებში ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე საქართველოს საკითხი იყოს დღის წესრიგში“-ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა 28 იანვარს, პოლონეთის ქალაქ რჟეშუვში მიმდინარე ევროპა-უკარაინის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე: „დამოუკიდებლობა, დემოკრატია, განვითარება: როგორ შეიცვალა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა ბოლო 25 წლის მანძილზე“. სახელმწიფო მინისტრმა განხორციელებული რეფორმების კუთხით საქართველოზე, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერ ქვეყანაზე, ისაუბრა. ვიქტორ დოლიძემ, ასევე, ყურადღება გაამხვილა ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური სარგებელის შესახებ ინფორმირებულობის აუცილებლობასა და სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერების მნიშვნელობაზე. სახელმწიფო მინისტრმა სესიის დასასრულს შეკითხვებსაც უპასუხა. ევროპა-უკრაინის ფორუმი წელს მეათედ გაიმართა. ფორუმს ტრადიციულად პოლონეთმა უმასპინძლა.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)