|
2017-01-28 20:43:09, 2786 ნახვა
პოლიტიკა სამართალი
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის უფლებამოსილებები უკვე თვისობრივად შეკვეცილია
რეალურად, პრეზიდენტის უფლებამოსილებები უკვე არის თვისობრივად შეკვეცილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს თანხვედრა პრეზიდენტის არჩევის წესსა და მის უფლებამოსილებებს შორის. მისივე განმარტებით, მთავარი განსხვავება მანამდე მოქმედ და დღეს მოქმედ სისტემებს შორის არის ის, რომ პრეზიდენტი ადრე იყო აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერი და დღეს ის აღარ ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. "რეალურად, პრეზიდენტის უფლებამოსილებები უკვე არის თვისობრივად შეკვეცილი, ჩვენ თუ შევადარებთ 2013 წლამდე არსებულ მდგომარეობას დღევანდელ მდგომარეობას, პრეზიდენტის კომპეტენციები უხეში შედარებით არის 95-99%-ით შეკვეცილი. ამის იქით ჩვენ პრეზიდენტის უფლებამოსილებებში თვისობრივ ცვლილებებს ვერ შევიტანთ, იქ შეიძლება გარკვეული რეგულაციები გადაისინჯოს. თვისობრივად ჩვენ ვართ გადასული საპარლამენტო მმართველობაზე, მთავარი განსხვავება მანამდე მოქმედ და დღეს მოქმედ სისტემებს შორის არის ის, რომ პრეზიდენტი ადრე იყო აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერი და დღეს ის აღარ ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, შესაბამისად, აღარ არის პოლიტიკური ლიდერი და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)