17:59 - 30 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 17:52:19, 3341 ნახვა

ეკონომიკა სამართალი
ფინანსთა სამინისტრო: საქართველოს საბაჟო კონტრაბანდას ეფექტურად და კონტროლის გამკაცრებით აღკვეთს

საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, 27 იანვარს საბაჟო გამშვებ-პუნქტში "სადახლო-საავტომობილო" არადეკლარირებული საქონელი - 7200 ღერი სიგარეტი (360 კოლოფი) გამოვლინდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ტვირთი შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სომხეთიდან შემომავალი, სომხეთის მოქალაქის ა.ს-ს კუნთვნილ მანქანაში, სპეციალური დათვალიერების შედეგად  აღმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მებაჟე-ოფიცრის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის სიგარეტი,  ა.ს-მ უარი განაცხადა.

სსკ 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით, სამართალდამრღვევი მოქალაქე  დაჯარიმდა და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

ამასთან, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ა.ს-ს ჩამოერთვა როგორც საქონელი, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალება. შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155 2  მუხლის შესაბამისად და გაიგზავნა მარნეულის რაიონულ  სასამართლოში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი კონტრაბანდის წინააღმდეგ უმკაცრეს ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს. ამისათვის, საქართველოს საბაჟო-გამშვები პუნქტები აღჭურვილია რენტგენოსკანერებითა და ყველა აუცილებელი სპეცტექნიკით.    





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა
ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში, გაზგასამართი სადგური აფეთქდა
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics