20:21 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 15:58:13, 1441 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით  30-31 იანვარს ეწვევა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი ოფიციალურ შეხვედრებს  საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს.

 უწყების ინფორმაციით, ტორბიორნ იაგლანდი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს,იუსტიციის მინისტრს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვედება.

 საგარეო საქმეთა სამინისტროში მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდგომ საგარეო საქმეთა მინისტრი და გენერალური მდივანი  ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველო-ევროპის საბჭოს თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ევროპის საბჭოს ჩართულობას კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და ნდობის აღდგენის პროცესში.

 მხარეები ასევე განიხილავენ 2016-2019 წლებისთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში სამართლის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას და ნდობის აღდგენის პროცესის ეფექტურ განხორციელებას. ​





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics