|
2017-01-26 17:23:29, 2216 ნახვა
სამართალი კომენტარი
ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე: სასამართლომ პროკურატურას ნამუსი მოწმინდა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ე.წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და ბრალდებულების 2 თვეში გათავისუფლება დადებითად შეაფასა. როგორც ხიდაშილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც კარგი, ასევე ცუდი მხარეებიც აქვს. "კარგია რომ კაბელების საქმის ბრალდებულები საპატიმროს 2 თვეში დატოვებენ! ცუდია: (1) სასამართლომ ნამუსი მოწმინდა პროკურატურას. ვერ გაბედა გამამართლებელი განაჩენი და ფორმული პროცედურით თავიდან აიცილა ხანგრძლივი პატიმრობა; (2) სასამართლომ კიდევ ერთხელ უარი თქვა კანონის დაცვაზე. 332-ე მუხლისთვის აუცილებელი, სავალდებულო პირობაა "თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად". ამ უმთავრესი პირობის დადასტურება ვერც ერთ ეტაპზე ვერ შეძლო სასამართლომ. მიუხედავად ამის, მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. (3) მითვისებას და გაფლანგვას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით თუ შეცვლი ეს არ შველის მოსამართლეს იმ შემთხვევაში თუ გამორჩენა არ არის დადასტურებული. მაინც სჭირდება ამის უტყუარად დამტკიცება ბრალდებას (4) არადა როგორ ჭირდება ჩვენს სასამართლოს მცირედი გამბედაობა, რომ თავი დაიმკვიდროს, წელში გაიმართოს, ფუნქცია შეასრულოს. სამწუხაროა. ძალიან სამწუხარო", - წერს ხიდაშელი.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)