|
2017-01-26 09:32:06, 2066 ნახვა
სამართალი
შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.გ., ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ზ.ბ. შპს ,,კაპიტალ გრუპის“ კუთვნილი მიკროავტობუსის მოიჯარე მძღოლს თბილისში, ერთ-ერთ სამარშრუტო ხაზზე მუშაობის სანაცვლოდ, გარკვეულ თანხას სისტემატურად, უკანონოდ სძალავდა. მიმდინარე წლის იანვარში, მოიჯარე მძღოლმა ზ.ბ.-ს თანხის მიცემა შეუწყვიტა, რის გამოც, დავის გადაწყვეტის მიზნით, ზ.ბ. ქურდული სამყაროს წევრს - რ.გ.-ს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა. ასევე დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 იანვარს რ.გ.-მ და ზ.ბ.-მ, სარგებლის მიღებისა და დაზარალებულზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ე.წ. „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს, SKYPE-ის მეშვეობით დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ კანონიერ ქურდს - ლ. ხ.-ს, რომელმაც მხარეების მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ე.წ. „ქურდული კანონების“ თანახმად, დაზარალებულ მძღოლს ზ.ბ.-სთვის კვლავ უნდა ეხადა გარკვეული თანხა. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)