|
2017-01-25 15:44:44, 2302 ნახვა
სამართალი კომენტარი
მღებრიშვილი: ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი, მაგრამ ასე საჯაროდ ცერცვაძის თემა ვერ განიხილება
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით პასუხი ყველა კითხვაზე აქვს, თუმცა თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე დამატებით დეტალებზე საუბარი არ შეუძლია. მღებრიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავარი პროკურატურა ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ამ ადამიანის უფლებები დაცული იყოს. „ძალიან ვწუხვარ, რომ თემის სენსიტიურობიდან და მისი სირთულიდან გამომდინარე ასე საჯაროდ არ შემიძლია დამატებითი კომენტარის გაკეთება. ვერაფერს მოგახსენებთ, გარდა იმისა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. შსს და საქართველოს მთავარი პროკურატურა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამ ადამიანის უფლებები დაცული იყოს. ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი მაგრამ, ასე საჯაროდ ეს თემა განხილული ვერ იქნება“,-აღნიშნა მღებრიშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე უკრაინაში რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე რამდენიმე დღის წინ დააკავეს. რუსული მხარე მას 2003 წელს მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში სდებს ბრალს. ქართული ლეგიონის ხელმძღვანელის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მზადდება ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც უკრაინის პროკურორს გადაეგზავნება და რომლითაც დადასტურდება, რომ ცერცვაძე უკრაინის ომში უკრაინის მხარეზე ნამდვილად იბრძოდა. როგორც მამულაშვილმა გუშინ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, გია ცერცვაძეს ხუთშაბათს, სასამართლოს შემდეგ გაათავისუფლებენ.
ნეპალში წყალდიდობის შედეგად ორი დღის შემდეგ ნანგრევების ქვეშ ხუთი წლის გოგონა ცოცხალი იპოვეს.
ირანის უზენაესი ლიდერი მოუწოდებს ყველა მუსლიმურ ქვეყანას, წინააღმდეგობა გაუწიონ აშშ-ს
ისლანდიელთა უმეტესობა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს ეწინააღმდეგება
ადვოკატის თქმით, დენის კულანინი საქართველოდან გაძევებამდე მიგრაციის დეპარტამენტში დარჩება
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)