17:44 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 14:30:46, 411 ნახვა

საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ტრენინგების მასშტაბური ციკლი იწყება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით,  ტრენინგების მასშტაბური ციკლი იწყება.

ტრენინგების პროგრამის მიზანია, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში  კონკურენტული ადამიანური რესურსის ხელშეწყობა, რომელსაც მაღალი პოტენციალი ექნება საერთაშორისო ბაზარზე. პროექტი ეხმიანება საქართველოს  მთავრობის „სტრატეგია - 2020“-ს, რომლის ფარგლებში 2020 წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით 40 000 IT სპეციალისტი უნდა მომზადდეს.

ტრენინგებზე სპეციალისტები დაუეფლებიან  ვებ და მობილური აპლიკაციების საფუძვლებს. ისინი საბაზისო ცოდნას მიიღებენ შემდეგი მიმართულებებით: IT პროექტის მენეჯმენტი; IT პროექტების მართვა; PYTHON პროგრამირება და IOS პროგრამირება.  ტრენინგები ჩატარდება საქართველოს უნივერსიტეტში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, თბილისისა და ზუგდიდის ტექნოპარკებში, ასევე რამდენიმე საჯარო სკოლაში. 

ტრენინგებს  უკრაინული ტრენინგ ცენტრის Skill Up -ის ტრენერების მიერ 2015- 2016 წლებში მომზადებული ტრენერები ჩაატარებენ.  

უფასო ტრენინგების ციკლი შემდგომში დაეხმარება  IT კომპანიებს პროფესიონალი კადრების მოძიებაში და საბოლოოდ, ეს პროცესი ხელს შეუწყობს ქვეყანაში მომავლის პროფესიების დამკვიდრებას.  

საქართველოში მსგავსი მასშტაბის ტრენინგების ციკლი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, პირველად ინოვაციებისა და ტექნოლოგიების  სააგენტომ 2014 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებში 186 ტრენერი მომზადდა, ხოლო მომზადებულმა ტრენერებმა, 2015-2016 წლებში  1,100-მდე IT სპეციალისტს ჩაუტარეს ტრენინგები.  

პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, რადგან მსგავსი მასშტაბური ტრენინგების  ციკლი  ხელს უწყობს პროფესიონალების განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,  ზრდის სფეროს მიმართ დაინტერესებას და ტექნოლოგურ ცოდნაზე დაყრდნობით ვითარდება კერძო თუ საჯარო სექტორი. ეს არის უნიკალური შანსი, ერთი მხრივ, სტუდენტებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის და უბრალოდ ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გაიღრმავონ ცოდნა, ხოლო მეორე მხრივ ბიზნესისთვის - გაზარდონ საკუთარი ეფექტურობა და კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე. 

„დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ტრენდულია საინფორმაციო ტექნოლოგიები, მათ შორის პროგრამირების მიმართულებით. ეს სპეციალობა ძალიან მოთხოვნადია როგორც  საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე საქართველოშიც. ადგილობრივი კომპანიები უკვე აქტიურად გადადიან  ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების შექმნაზე, სერვისები ხდება ციფრული,  სტარტაპები კი სულ ხშირად ქმნიან IT პროდუქტს. ტრენინგებს აფინანსებს მთლიანად სააგენტო, შესაბამისად, სპეციალისტები მას ყველა მიმართულებით უფასოდ გაივლიან. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება მიიღოს საბაზისო ცოდნა,  მოსინჯოს ძალები სასურველ სპეციალობაში. იმისთვის, რომ ტრენინგები ჩავატაროთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე, ჩვენ მუდმივად ვატარებთ კვლევებს და ვახდენთ ახალი მიმართულებების იდენტიფიცირებას“, - აცხადებს სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი კინწურაშვილი. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics