|
2026-07-08 17:04:33, 1437 ნახვა
პოლიტიკა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს ლიდერებს დახურულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ ვაშინგტონი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დარჩენას აპირებს. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, ანკარაში მიმდინარე ნატოს სამიტზე ტრამპმა ლიდერებს უთხრა: „ჩვენ თქვენთან დარჩენა გვინდა“. ამავე წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის, მოკავშირე ქვეყნებისთვის შეიარაღების გაყიდვა გააგრძელოს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოიყენებენ ისინი ამ იარაღს. Reuters-ის ცნობით, სამიტის დახურულ შეხვედრაზე ტრამპს აღარ გაუმეორებია ესპანეთის მიმართ ადრე გამოთქმული კრიტიკა. ასევე, მას არ უსაუბრია ირანთან დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასრულებაზე და არც გრენლანდიის საკითხი უხსენებია, რომელიც ბოლო პერიოდში ალიანსის წევრებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა. თეთრ სახლს აღნიშნულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ალიევი: ზანგეზურის დერეფანზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი მომავალ წელს დასრულდება
სტუბი: შვიდი ფინური კომპანია აფართოებს თანამშრომლობას უკრაინასთან თავდაცვის ტექნოლოგიების სფეროში.
ნორვეგია 2027 წელს უკრაინას დაახლოებით 9.2 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუგზავნის
პაპმა ქრისტიანებს მოუწოდა, წინააღმდეგობა გაუწიონ ომს, პოლარიზაციასა და დაყოფას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განმარტა, თუ სად გაგზავნის პუტინი 300 ათას ახლად მობილიზებული ჯარისკაცს
სიბიგა კიევში ევროპის ექვსი ქვეყნის ლიდერებს შეხვდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)