|
2017-01-24 15:50:15, 2677 ნახვა
სამართალი კომენტარი
თეა წულუკიანი: ქართულ ოჯახებში ხშირია, რომ ძალადობის მსხვერპლი მამაკაცი ხდება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ოჯახებში ხშირად ძალადობის მსხვერპლი მამაკაცებიც ხდებიან. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სტამბოლის კონვენცია მათ უფლებებსაც იცავს: „ქართულ ოჯახებში ხშირია, რომ მამაკაცი ხდება ძალადობის მსხვერპლი. არ გვეგონოს, რომ სტამბულის კონვენცია იცავს მხოლოდ ქალებს. მოხუცები არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, აღარაფერს ვამბობ ბავშვებზე, რომელთა ცემაც ზოგან არის ჩვეულებრივი ამბავი. ყველა ამ ადამიანს იცავს კონვენცია. ჩვენი უფლებების საუკეთესო ზედამხედველები ვართ ჩვენ თვითონ და ძალიან მიხარია, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლების მიმართვიანობა პროკურატურისადმი რამდენჯერმეა გაზრდილი ბოლო 2 წლის მანძილზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მსხვერპლებმა ამოიღეს ხმა მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ქალები, რომლებიც ყოველდღე არიამ ძალადობის მსხვერპლი, თუმცა თავს იკავებენ ჩივილისგან“,- განაცხადა წულუკიანმა. მანვე მოუწოდა ძალადობის მსხვერპლ ქალებს, ძალადობის წინააღმდეგ ხმა ამოიღონ და შესაბამის ორგანოებს მიმართონ. შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ქალთა უფლებების დაცვა და „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანაა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)