|
2017-01-24 15:49:12, 2237 ნახვა
სამართალი
დაურეგისტრირებელ ქორწინებაში მყოფი პირები მეტად იქნებიან დაცული
დაურეგისტრირებელ ქორწინებაში მყოფი პირები მეტად იქნებიან დაცული. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ცვლილებები შედის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ შესახებ საქართველოს კანონში, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ნაწილია. „კანონში კიდევ ერთი სიახლეა დაურეგისტრირებელ ქორწინებაში მყოფი პირების სტამბოლის კონვენციითა და ჩვენი კანონით დაცვა. იქნება ეს პარტნიორი, თუ ყოფილი პარტნიორი, ჩვენ ვნახეთ სისხლის სამართლის საქმეების გამოცდილებაში, რომ ასეთი პირებისგან ხორციელდება ხოლმე ყოფილი პარტნიორის წინააღმდეგ ძალადობა. ამიერიდან, ეს ადამიანები უკეთესად დაცული იქნებიან“, - განაცხადა წულუკიანმა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება. მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საბოლოოდ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)