|
2017-01-24 14:07:26, 2057 ნახვა
სამართალი
უკრაინის გენპროკურორის მოადგილე: თუ არსებობს წინაპირობა, რომელიც სიცოცხლის საფრთხეზე მიანიშნებს, ექსტრადირებაზე უარს ვამბობთ
„თუ არსებობს წინაპირობა, რომელიც სიცოცხლის საფრთხეზე ან წამებაზე მიანიშნებს, ჩვენ ექსტრადირებაზე უარს ვამბობთ“,-ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ ევგენი ონინმა ქართველი მებრძოლის გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-ს განუცხადა. ონინის განცხადებით, ცერცვაძის საქმეზე უკრაინის გენერალურ პროკურორსა და საქართველოს გენერალურ პროკურორს შორის საუბარი შედგა, ასევე საუბარი შედგა ევგენი ონინსა და გენერალური პროკურორის მოადგილეს გიორგი გოგაძეს შორის. ამასთან, მისივე თქმით, უკრაინის პროკურატურა ამ დრომდე ცდილობს მოიპოვოს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ გია ცერცვაძე უკრაინაში უკრაინის მხარეს იბრძოდა, რის შედეგადაც მას სასჯელი შეუმსუბუქდება და უკრაინის პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ცერცვაძე პატიმრობიდან გათავისუფლდეს. „ჩვენ გვსურს მივმართოთ ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისიას, რომ გაარკვიონ მოხდა თუ არა საფუძვლიანი მოკვლევა ცერცვაძის საქმის, სანამ ის საერთაშორისო ძებნას გადასცეს. თუკი არსებობს რაიმე ინფორმაცია, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა ან სამხედრო დანაშაულისთვის დევნა, ასეთ შემთხვევაში ინტერპოლის წესდება კრძალავს პირის ძებნაში გადაცემას. ბატონი ცერცვაძე რას უნდა ელოდოს ჩვენგან, როგორც იცით სასამართლომ მიიღო 40 დღიანი წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება. ჩვენ ვიცით, რომ ის იღებდა მონაწილეობას ომში, როგორც კი ეს ფაქტი დადასტურდება, უკრაინის პროკურატურა მოითხოვს მის გათავისუფლებას,“ -განაცხადა უკრაინის გენპროკურორის მოადგილემ.
ნეპალში წყალდიდობის შედეგად ორი დღის შემდეგ ნანგრევების ქვეშ ხუთი წლის გოგონა ცოცხალი იპოვეს.
ირანის უზენაესი ლიდერი მოუწოდებს ყველა მუსლიმურ ქვეყანას, წინააღმდეგობა გაუწიონ აშშ-ს
ისლანდიელთა უმეტესობა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს ეწინააღმდეგება
ადვოკატის თქმით, დენის კულანინი საქართველოდან გაძევებამდე მიგრაციის დეპარტამენტში დარჩება
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)