16:07 - 30 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 13:53:18, 2085 ნახვა

სამართალი
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულებმა შიმშილობა დაიწყეს

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულებმა ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ შიმშილობა დაიწყეს. 

ბრალდებულები იმ დოკუმენტის გასაჯაროებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, ადვოკატის თქმით, დასტურდება რომ შვიდი სპეცრაზმელი, რომელთაც ჩვენება პირველი ინსტანციის სასამართლოში მისცეს, ერთ საკანში იმყოფებოდნენ და ჩვენებები მათ ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. 

როგორც ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, ფირცხალავა და ცააძე აღნიშნული ფაქტის გამოძიებას ითხოვენ. 

„შვიდი  მოწმე სპეცრაზმელი, რომელთაც ჩვენება პირველი ინსტანციის სასამართლოში მისცეს, როგორც აღმოჩნდა, ერთ საკანში იმყოფებოდა, მათზე განხორციელდა ზეწოლა, ასწავლეს ჩვენებები, ამეცადინეს. მათი ერთ საკანში ყოფნა დანაშაულია. მსჯავრდებულები ითხოვენ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყოს, ასევე, ეს დოკუმენტი გასაჯაროვდეს. დოკუმენტი ამ საქმეს მთლიანად დაანგრევს“,- განაცხადა ველიჯანაშვილმა.

მისივე თქმით, სააპელაციო სასამართლოში ამ დროისთვის შუამდგომლობების ეტაპია. ადვოკატი სწორედ შუამდგომლობის დაყენებას აპირებს, რათა შვიდი სპეცრაზმელის ჩვენება დაუშვებლად იქნეს ცნობილი. 

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებულებს ირაკლი ფირცხალავას, გიორგი ცააძეს, კახაბერ ნაკანსა და ლევან ბეროძეს გამამატყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

ბრალდებულებს 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. საქმეს ამ ეტაპზე სააპელაციო სასამართლო განიხილავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანის უზენაესი ლიდერი მოუწოდებს ყველა მუსლიმურ ქვეყანას, წინააღმდეგობა გაუწიონ აშშ-ს
ისლანდიელთა უმეტესობა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს ეწინააღმდეგება
ადვოკატის თქმით, დენის კულანინი საქართველოდან გაძევებამდე მიგრაციის დეპარტამენტში დარჩება
ვენესუელამ აშშ-სთან ნავთობის შეთანხმების პირობები გაასაჯაროვა: 25 წლიანი და დღეში 1,5 მილიონ ბარელზე მეტი წარმოება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics