|
2017-01-18 14:51:24, 1045 ნახვა
რეგიონი
სოფლის ექიმები დამატებით შრომის ანაზღაურებას 2017 წელსაც მიიღებენ
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მინისტრმა მედიკოსებს 2016 წელს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამას უწყება მიმდინარე წელსაც აგრძელებს, რაც მაღალმთიანი აჭარის სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დამატებით 300 ლარის, ხოლო ბარში დასაქმებულთათვის 150 ლარის გაცემას ითვალისწინებს. პროგრამის ბიუჯეტი 270 000 ლარს შეადგენს და დამატებით ანაზღაურებას ჯამში 107 ექიმი მიიღებს. ზაალ მიქელაძის განმარტებით გამკაცრდება პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი, მან ასევე, მედიკოსებს სთხოვა მეტი ინიციატივის წარმოდგენა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 2016 წელს სოფლის ექიმებმა სამედიცინო მომსახურება 137 104 პაციენტს გაუწიეს. სამინისტრო პროგრამას 2013 წლიდან ახორციელებს. მედიკოსებთან გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლელა სურმანიძე, ზურაბ თენიეშვილი და ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მანანა ფაღავა ესწრებოდნენ. დღესვე მედიკოსებს პროგრამაში ჩასართავად გაუფორმდათ შესაბამისი ხელშეკრულებები.
(NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)