|
2017-01-03 11:29:52, 1081 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ახალი წლის ღამეს მაღალმთიანი აჭარის კურორტებს ესტუმრა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაღალმთიანი აჭარის პოპულარიზაციის მიზნით კურორტ გოდერძს, ბეშუმსა და ალპურ ბოტანიკურ ბაღს ესტუმრა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძე აღნიშნულ ადგილებში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, რეგიონის პირველ პირთან ერთად იმყოფებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში. ზურაბ პატარაძის თქმით, ზემომთიან აჭარაში ტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტები არის უმნიშვნელოვანესი როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის განვითარებისათვის. ,,ახალი წლის ღამე ჩვენ ყველამ ერთად აღვნიშნეთ ბათუმში და დღეს უკვე მოგვეცა საშუალება, რომ ბედობა დღეს ვიმყოფებით აჭარის მაღალმთიანეთში და აქედან, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ახალი 2017 წელი და ბედობა მთელ აჭარას, ვუსურვო წარმატება, ხშირად დაგვბედებოდეს აქ ამოსვლა, იმიტომ, რომ მაღალმთიანი აჭარა არის ულამაზესი მხარე განვითარების დიდი პერესპექტივებით. ასევე მინდა აჭარის თითოეულ მოსახლეს ვუსურვო სიყვარული, სიკეთე და ძალიან ბევრი წარმატება",- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ახალ წელს ,,კურორტ გოდერძიზე" დამსვენებლები უკვე მეორე წელია აღნიშნავენ, აქ ამ ეტაპზე 6 კოტეჯი და 1 სასტუმრო ფინქციონირებს. სულ მალე კი ორი ახალი სასტუმრო კომპლექსი აშენდება. კურორტ ბეშუმში მიმდინარე გზის, წყლისა და კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისთვის 2 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. დაგეგმილია ასევე კურორტისათვის ახალი ადმინისტრაციული შენობის აგება. მსგავსი მასშტაბის სამუშაოები კურორტ „ბეშუმის" არსებობის მანძილზე არ ჩატარებულა. რაც შეეხება ,,გოდერძის სუბალპურ ბაღს", გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ, ე.წ. ,,შქერნალის" ტერიტორიაზე, კურორტ ბეშუმთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ჩრდილო აღმოსავლეთით გაშენდება. ბაღი ესაზღვრება მდინარე ქვაბლიანის ხეობას. შერჩეული ტერიტორია მოიცავს 10 ჰა-მდე ფართობს ფერდობებით, გავაკებებებით, ჭარბტენიანი მონაკვეთებით, ბუნებრივი ტბით, წყაროთი და ნაკადულით. ხულოში ახალი ალპური ბაღის არსებობა ხელს შეუწყობს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმის განვითარებას, მაღალმთიან აჭარაში არსებული ტურისტული მარშრუტების გამრავალფეროვნებას,სუბალპური ტყეების აღდგენითი ღონისძიებებისათვის სარგავი მასალის მიწოდებას. ბაღი ბეშუმის საზაფხულო კურორტისათვის სარეკრეაციო ფუნქციას შეიძენს. (NS)
ლევან მაჭავარიანი – ოპოზიციაში მტრები არიან, უნდათ, შუღლი იყოს ხელოვნურად გაღვივებული
Air Tanzania-მ მოსკოვში ფრენები რისკის შეფასების შემდეგ შეაჩერა
ნეპალში, კატასტროფიდან ცხრა დღის შემდეგ, ორი მუშა გადაარჩინეს ჩაკეტილი გვირაბიდან
დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
რუსული დრონები კიევის რეგიონში კოკა-კოლას ქარხანას თავს დაესხნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)