09:59 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-30 13:09:04, 1231 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციაზე განმარტებებს აკეთებს

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უწყების ცალკეულ დანაყოფებში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

მინისტრის თქმით, გენშტაბში განხორციელდა რეორგანიზაცია, გაუქმდა გარკვეული დეპარტამენტები, რომლებიც წმინდა სამოქალაქო ფუნქციებს ასრულებდნენ.

იზორიას განმარტებით, აღნიშნულ მიმართულებაზე უარი არ უთქვამთ, უბრალოდ ოპტიმალური რაოდენობა შეინარჩუნეს.

ამასთან, მინისტრმა სამხედრო პოლიციის ბატალიონების და სამოქალაქო პირების დათხოვნის მიზეზებიც განმარტა.

იზორია ამბობს, რომ სამხედრო პოლიციის რაოდენობამ საქმეთა თანაზომიერი უნდა გახდეს. ამიტომ მისი თქმით, ტესტების შედეგად, გამოავლინეს ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც მუშაობას გააგრძელებს.

"თუ გვინდა ნატოს სტანდარტებთან მიახლოება, უნდა ჩამოვაყალიბოთ ნატოს სტანდარტებთან თავსებადი სისტემა", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, ოპტიმიზაცია ეხება ძირითადად სამოქალაქო პერსონალს.

იზორიას თქმით, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც სამოქალაქო მოსამსახურეებს უკავშირდება, ობიექტური კრიტერიუმებით კომისიის ფარგლებშია მიღებული.

"კომისიის საქმიანობა ვარსკვლავიანი თანამდებობების ფუნქციების იდენტიფიცირებასთანაა დაკავშირებული. მათ უკვე შეასრულეს სამუშაო და ახლა შეფასების ანალიზს ვახდენთ", - აღნიშნა ლევან იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics