20:18 - 26 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-29 16:57:40, 1239 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, დევნილი მოსახლეობისათვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიისა და „ტერაბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში სოციალურად დაუცველ 550 დევნილ ოჯახს საახალწლო ნობათი გადაეცა.

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს დამდეგი შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

აქციაში ჩართულნი იყვნენ ქალაქ თბილისის მერია, ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, კერძო პირები და მოხალისეები .

მოძრაობის „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში პროდუქტი დაურიგდათ სოციალურად დაუცველ შემდეგ კატეგორიებს: მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებსა და ვეტერანებს, აფხაზეთის ომის I და II ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, იძულებით გადაადგილებულ ეთნიკურად აფხაზ ოჯახებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, ომში შვილდაღუპულ დედებს.

საქველმოქმედო აქცია წელს მეხუთედ იმართება და მისი მიზანი ადამიანებისადმი თანადგომა და საქართველოში მოხალისეობის კულტურის დანერგვაა.

ფოტო რეპორტაჟი

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
AnchorBlack Friday საქართველოს ბანკის sCool Card-ით - აღმოაჩინე შეთავაზებები და დაზოგე შოპინგისას
კალაძე - 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტი რას იტყვის ჩემთვის საინტერესო არ არის, რადგან ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა
MyCellfie-მ Globee Awards for Technology-ის ჯილდო მიიღო
თიბისი ეროვნული AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და თანაორგანიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics