|
2016-12-29 13:22:08, 1343 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ქობულეთის შემოვლითი გზის ახალი გვირაბი დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ირაკლი ხერგიანთან ერთად ქობულეთის შემოვლითი გზის ახალი გვირაბი დაათვალიერა. აჭარის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლით გზაზე 295 მეტრიანი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა ახალი ავსტრიული მეთოდით მიმდინარეობს, რაც გვირაბის მშენებლობას ოპტიმალური სამაგრის შერჩევით ითვალისწინებს. სუსტი გრუნტის შემთხვევაში, ახალი ავსტრიული მეთოდის გამოყენებით, ხდება დროებითი სამაგრების მოწყობა, რომელიც ზუსტად აჩვენებს დეფორმაციის კუთხეებს და შესაძლებლობას იძლევა საბოლოო სამაგრების მშენებლობამდე მოხდეს კორექტირება. ეს მეთოდი მსოფლიოს მრავალ, განვითარებულ ქვეყანაშია აპრობირებული. ქობულეთის შემოვლითი გზის მე–2 ლოტზე სულ 2 გვირაბი შენდება. ამ ეტაპზე, პირველი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად, 18 კილომეტრიან მონაკვეთზე დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 15 ხიდის, 2 გვირაბისა და 64 წყალგამტარი მილის მშენებლობა. „ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ჩვენს რეგიონში. განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ეს პროექტი. თქვენ იცით, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებისთანავე გაიხსნება ეს გზაც, რაც ხალხს საშუალებას მისცემს სრულფასოვნად იმოძრაოს და არ მოუწიოს ქობულეთის სანაპირო ზოლის გავლა. ეს არის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ტურიზმის ხელშეწყობა, რადგან გაიზრდება მგზავრების ნაკადი. ქუთაისის აეროპორტიდან ერთ საათში იქნება შესაძლებელი ბათუმში ჩამოსვლა. ჩოლოქიდან ბათუმამდე 10-15 წუთიც კი საკმარისი იქნება. ამ პროექტის განხორციელებისთვის 350 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ქობულეთი-ბათუმის მონაკვეთზე უკვე აგებულია 15 ხიდი. მეორე გვირაბი ფაქტიურად უკვე სრულდება. ამ მონაკვეთზე ორი გვირაბი გვექნება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ტურიზმის პოტენციალის გაზრდას“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ღირებულება 209 მილიონი ლარია.
(NS)
ლევან მაჭავარიანი – ოპოზიციაში მტრები არიან, უნდათ, შუღლი იყოს ხელოვნურად გაღვივებული
Air Tanzania-მ მოსკოვში ფრენები რისკის შეფასების შემდეგ შეაჩერა
ნეპალში, კატასტროფიდან ცხრა დღის შემდეგ, ორი მუშა გადაარჩინეს ჩაკეტილი გვირაბიდან
დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
რუსული დრონები კიევის რეგიონში კოკა-კოლას ქარხანას თავს დაესხნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)