|
2016-12-28 17:34:50, 873 ნახვა
საზოგადოება
EMC საპოლიციო რეიდის მარეგულირებელ ნორმებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
EMC საპოლიციო რეიდის მარეგულირებელ ნორმებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ამის შესახებ განცხადებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, EMC-იმ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება სპეციალური საპოლიციო კონტროლი, ე.წ. „რეიდი". სარჩელში აღნიშნულია, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლისგანხორციელებისას იღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 (ფიზიკური თავისუფლების უფლება) და მე-20 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) მუხლებითდაცული უფლები. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)” სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება სპეციალური საპოლიციო კონტროლი, ე.წ. „რეიდი“. სარჩელში აღნიშნულია, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას იღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 (ფიზიკური თავისუფლების უფლება) და მე-20 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) მუხლებით დაცული უფლები. რეიდის ჩატარების საფუძველი მოქმედი კანონმდებლობით, „რეიდის“ განხორციელება დასაშვებია როგორც დანაშაულის პრევენციის, ასევე მასზე რეაგირების მიზნით. პრევენციული მიზნით ამ ღონისძიების გამოყენებისას, არ არის აუცილებელი რაიმე კონკრეტული საფრთხის შესახებ ინფორმაციის არსებობა და ღონისძიებას საფუძვლად ედება აბსტრაქტული საფრთხე დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ. ასეთ პირობებში კი შესაძლებელია ღონისძიება გამოყენებული იყოს თვითნებურად, რეალური საფუძვლების არსებობის გარეშე (ხოლო ფორმალურად, საფუძვლად მიეთითება ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის-სამართალდარღვევის მომავალში ჩადენის თაობაზე); რეაგირების მიზნით რეიდის გამოყენებას საფუძვლად შესაძლებელია დაედოს ინფორმაცია ნებისმიერი ტიპის დანაშაულის, ან სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე. შესაბამისად, სადავო ნორმების საფუძველზე შინაგან საქმეთა მინისტრს შეუძლია გამოსცეს საპოლიციო „რეიდის“ ჩატარების შესახებ ბრძანება, მიუხედავად ჩადენილი ქმედების სპეციფიურობისა და იმ საფრთხეებისა, რაც შესაძლოა ახლდეს ქმედებას, ან მის ჩამდენს. აღნიშნული კი ცალსახად მეტყველებს უფლებათა შეზღუდვის არაპროპორციულ ხასიათზე. გასათვალისწინებელია ის გარემობაც, რომ მოქმედი კანონმდებლობით დანაშაულის შესახებ ინფორმაციის არსებობა გამოძიების დაწყების საფუძველია და არა საპოლიციო ღონისძიების განხორციელების. კანონი იძლევა საშუალებას, რომ რეიდი განხორციელდეს არა კონკრეტულ ტერიტორიაზე, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. კანონმდებლობით არაა შეზღუდული რეიდის ჩატარების ხანგრძლივობაც. პრაქტიკაში აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზები შემდეგნაირად ვლინდება - 2016 წელს რეიდის ჩატარების შესახებ შს მინისტრის მიერ გამოცემული ოთხი განკარგულებით, ეს ღონისძიება განხორციელდა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ის საშუალოდ 2-3 დღე გრძელდებოდა. რეიდის ასეთი მასშტაბები, ისევე როგორც პოლიციის სრული დისკრეცია, შეარჩიოს ტერიტორია და დროის მოცულობა, უფლებათა ცალსახად არაპროპორციული შეზღუდვის რისკებს შეიცავს. პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ჩარევა აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში ხორციელდება პირთა პირადი ცხოვრების უფლებაში ხისტი ჩარევა, თანაც იმ ფონზე, რომ კონკრეტული პირის შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმებისათვის არაა სავალდებულო ობიექტურ გარემოებათა არსებობა, რომ მას შესაძლოა კავშირი აქვს დანაშაულთან ან სამართალდარღვევასთან. ამის ნაცვლად, პოლიციელს შეუძლია კონტროლს დაუქვემდებაროს ნებისმიერი პირი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ იმიტომ, რომ ის კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა სრულიად შემთხვევით. ეს გარემოებაც კიდევ ერთხელ მიუთითებს პირთა უფლებებში თვითნებურად და უკონტროლოდ ჩარევის მაღალ რისკებზე. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, EMC მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 და მე-20 მუხლების პირველ პუნქტებს და შესაბამისად, აუცილებელია არსებული ფორმით საპოლიციო რეიდის გაუქმება და მისი საფუძვლიანი რეფორმირება", - ნათქვამია განცხადებაში.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)