|
2016-12-28 14:44:00, 842 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო საკანონმდებლო მაცნეს 4-წლიან ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საკანონმდებლო მაცნეს 4-წლიან ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში 2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე განხორციელებული საქმიანობაა ასახული. „2013 - საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი ოფიციალური და სანდო წყაროა, მოქალაქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მანამდე ფასიანი სერვისი - საკანონმდებლო აქტების გაცნობა, უფასო გახდა. 2013 - საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, აღდგენილ იქნა მაცნეს სტამბა, რამაც დაინტერესებულ პირებს საშუალება მისცა ქაღალდზე და ხელმისაწვდომ ფასად გაეცნონ საკანონმდებლო აქტების ოფიციალურ და სანდო ვერსიას. 2014 - განხორციელდა მაცნეს რებრენდინგი და დაიწყო სარეკლამო კამპანია „ნუ ვარაუდობ, გადაამოწმე!“ 2014 - საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზის ხმის მიცემის აპარატებში ინტეგრირდა მაცნეს სამართლებრივი ბაზა . 2015-2016 - მაცნეს ელექტრონული სერვისები შეტანილ იქნა თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოების სხდომათა დარბაზებში, რომლებიც მაცნეს მიერ შესაბამისი კომპიუტერებით აღჭურვა. 2016 - საქართველოს მთავრობის სხდომათა დარბაზის კომპიუტერებში ინტეგრირდა მაცნეს სამართლებრივი ბაზა. ელექტრონული სერვისების განვითარება ჩვენი პრიორიტეტია. 2013 - ფუნქციონირება დაიწყო მაცნეს offline საძიებო პროგრამამ, რამაც მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილე პირებისათვის კანონზე წვდომა გააადვილა. 2015 - შეიქმნა მაცნეს მობილური აპლიკაცია (IOS და Android პლატფორმისთვის), რომელსაც დღეს უკვე აქტიურად იყენებს 10 000-მდე მომხმარებელი. 2016 - მაცნეს ვებგვერდს დაემატა ახალი ფუნქციები - გამოქვეყნებულ აქტებზე მომხმარებლის მიერ კომენტარების დატოვების ფუნქცია; ე.წ. countdown; თემატური გამოწერა; რჩეული დოკუმენტების დამახსოვრების და ხშირად ნანახი აქტების საძიებო ფუნქციონალი; ონლაინ კონსულტაციის ფუნქციონალი. 2016 - შეიქმნა ელექტრონული ონლაინმაღაზია, სადაც მაცნეს სტამბაში გამოცემული კოდექსები და სხვა იურიდიული ლიტერატურა ხელმისაწვდომ ფასად გაიყიდება. მაცნეში ქართული კანონების ზუსტი და სანდო თარგმანები მზადდება. 2013-2014 - ამოქმედდა მაცნეს მთარგმნელობითი ცენტრი, სადაც დაინერგა თარგმნის მაღალი სტანდარტი SDL Trados Studio /Multiterm კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. 2013 - მაცნეს ვებგვერდი გახდა სამენოვანი - ქართულენოვან სამართლებრივ აქტებთან ერთად მომხმარებელს საშუალება ეძლევა, ნახოს მათი რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი ვერსიები; ინგლისურენოვანი აქტების კონსოლიდირება მუდმივად მიმდინარეობს. 2015 – British Council-თან თანამშრომლობის შედეგად, მაცნეს 25-მა მთარგმნელმა კემბრიჯის ILEC სერთიფიკატი მოიპოვა. დღეს, მაცნეს მთარგმნელობითი ცენტრის მიერ ყოველწლიურად ნათარგმნი გვერდების ოდენობა 5000-ს აღემატება“, - ნათქვამია ანგარიშში.
(NS)
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)