|
2016-12-28 13:14:32, 890 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივი 4-წლიან ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს ეროვნული არქივი 4-წლიან ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში 2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე განხორციელებული საქმიანობაა ასახული. „2013 - პირველად ეროვნული არქივის ისტორიაში, UNESCO-მ მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეიტანა ჩვენთან დაცული დოკუმენტები: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა" და „გეოგრაფიული ატლასი" 2014 - MoMa-ში (ნიუ-იორკი), „აღმოაჩინე ქართული კინო"-ს ფარგლებში, ნაჩვენები იქნა ეროვნულ არქივში დაცული 4 მოკლემეტრაჟიანი შავ-თეთრი მუნჯი ფილმი 2014 - ეროვნულ არქივში დაცული აუდიოჩანაწერები, მათ შორის, ქართული ზღაპრები ხელმისაწვდომი გახდა SoundCloud-ის პლატფორმის მეშვეობით 2015 – UNESCO-ს იმავე რეესტრში შეტანილ იქნა ეროვნულ არქივში დაცული 8 უძველესი ხელნაწერი (IX-XV სს.) 2015 - დაიწყო სამეცნიერო წიგნებისა და დოკუმენტების კატალოგების გამოცემა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-პოპულარიზაცია ჩვენი მუდმივი საზრუნავია 2015 - ჟენევიდან ჩამოვიტანეთ ერთა ლიგაში საქართველოს პირველი და უკანასკნელი ელჩის - ხარიტონ შავიშვილის პირადი ფონდის ასლები 2015 - კონფლიქტის შემდეგ პირველად ჩაეყარა საფუძველი აფხაზ კოლეგებთან პროფესიულ თანამშრომლობას, რაც ნდობის აღდგენის პროცესის აუცილებელი კომპონენტია 2016 - იუსტიციის მინისტრის ინიციატივით,დაიწყო პროექტი „დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატიის პირველი ნაბიჯები", რომელშიც გაერთიანდა ქართველ დიპლომატთა ვიდეომემუარები ეროვნული არქივის ფონდების გამდიდრება ჩვენი პრიორიტეტია 4 წლის მანძილზე ელექტრონულ ფორმატზე 4.5 მილიონი საარქივო დოკუმენტი იქნა გადატანილი 2013 - დაიწყო პროექტი „ელექტრონული კარტოგრაფია" და 50 მაღალი რეზოლუციის ისტორიული რუკა ინტერნეტში განთავსდა 2014 - სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა რესტავრაციის ლაბორატორიას, სადაც 100 ათასამდე ფურცელი იქნა რესტავრირებული 2014-2015 - სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და თანამედროვედ აღიჭურვა ჩვენი შენობები აბაშაში, ზუგდიდსა და თელავში 2015 - ბოლო ათწლეულების მანძილზე პირველად აშენდა ეროვნული არქივის ახალი და თანამედროვე შენობა რუსთავში (ქვემო ქართლის რეგიონული არქივი) 2016 - ეროვნულ არქივს პირველად გაუჩნდა თანამედროვე საგამოფენო პავილიონი, სადაც ფუნქციონირებს მედიათეკა და ბრენდირებული პროდუქციის მაღაზია 2016 - დაიწყო იმერეთის რეგიონული არქივის ახალი შენობის მშენებლობა ქუთაისში 2016 - მკვლევართა დარბაზებში საარქივო დოკუმენტების ელექტრონული ასლები უფასოდ გახდა ხელმისაწვდომი; 4 წლის განმავლობაში დარბაზებში 5 500-მა მკვლევარმა იმუშავა ეროვნული არქივის მოდერნიზაცია ჩვენი პრიორიტეტია 2013 - დავიწყეთ უცხოეთში არსებული ქართული დოკუმენტების მოძიება და ჩამოტანა 2013-2016 - 39 მუნიციპალიტეტში ეროვნული არქივის ადგილობრივი წარმომადგენლობა გაიხსნა 2015 - ევროპულ საარქივო პორტალზე (APEx) პოპულარული დოკუმენტი პირველად გახდა ქართული დოკუმენტი - ანჩის ოთხთავი (XI-XII), რომელიც დაცულია ეროვნულ არქივში 2015 - ამერიკელ კოლეგებთან ერთად განხორციელდა ქართული პალიმფსესტების სპექტრული გადაღება და შესწავლა 4 წლის მანძილზე ჩატარდა 40-მდე გამოფენა საქართველოსა და უცხოეთში 2015 - გამოიცა წიგნი „საქართველოს პირველი რესპუბლიკა" 4 წლის მანძილზე ეროვნულ არქივს შეემატა XV-XIX საუკუნის ხელნაწერები, რუკები; აკაკი შანიძის, ვაჟა გვახარიას, ვახტანგ ჟორდანიას, აკაკი ხინთიბიძის, ილია ვეკუას, მარიკა ლორთქიფანიძის და სხვათა პირადი და საოჯახო არქივები; თენგიზ აბულაძის, ლანა ღოღობერიძის, ნანა ჯანელიძის, გიორგი და ელდარ შენგელაიების ფილმების ასლები, ზაალ სულაკაურის ნახატები, ოთარ რამიშვილის 160 სიმღერის ორიგინალური ფონოჩანაწერი, და სხვა”, - ნათქვამია ეროვნული არქივის ანგარიშში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)