|
2016-12-25 10:19:44, 2117 ნახვა
სამართალი
შსს-მ წინასაახალწლოდ „თბილისი მოლში“ ბავშვებისთვის იმიტირებული „უსაფრთხო ქალაქი“ მოაწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოზარდებში მართლწესრიგის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, 24-25 დეკემბერს „თბილისი მოლში“ იმიტირებული „უსაფრთხო ქალაქი“ მოაწყო. შსს-ს ინფორმაციით, იმიტირებულ ქალაქში შსს-ს მომსახურების სააგენტოს, დაცვის პოლიციის და „112“-ის თანამშრომლებმა ბავშვებს და მოზრდილებს უამრავი სიურპრიზი დაახვედრეს: მათივე ცნობით, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, „უსაფრთხო ქალაქში“ „დაცული სახლი“ წარმოადგინა, სადაც მოზარდებს სხვადასხვა საინტერესო შემეცნებითი კონკურსი შესთავაზა. ასევე, მოეწყო სახატავი კუთხე და დარიგდა სუვენირები. პატარებს საშუალება ჰქონდათ, დაცვის პოლიციელის ფორმაში ფოტოებიც გადაეღოთ. „დაცული სახლის“ ტერიტორიაზე ბავშვებს ანიმატორები ართობდნენ. შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს, ველოსიპედის მართვის უფლების მოსაპოვებლად, სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდები ჩაუტარეს. მოზარდებს შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახემ, ევროპის ჩემპიონმა ძარიანი ავტომობილებით რბოლაში, დათა ქაჯაიამ უმასპინძლა და მოძრაობის უსაფრთხოების წესები გააცნო. სპორტულ ზონაში, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ბანერის წინ, განთავსდა სპეციალური კვარცხლბეკი, სადაც სტუმრებს სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალება ჰქონდათ. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა წარმოადგინა საბავშვო პროექტი „კოსმოსური ხომალდი“, სადაც ბავშვებს „112“-ის ოპერატორები ფუტურისტული იმიჯით დახვდნენ და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილი კომპიუტერული თამაშები შესთავაზეს. ხომალდის კაპიტანმა გამარჯვებულებს უნივერსალური საშვები გადასცა, რომელთა საშუალებითაც ისინი ნამდვილ „112“-ში მოხვდებიან და პირადად ნახავენ, როგორ ეხმარებიან ცენტრის ოპერატორები გადაუდებელ სიტუაციაში მყოფ მოქალაქეებს.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)