|
2016-12-24 10:32:32, 2429 ნახვა
სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლომ მცირე ოდენობით მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობა არაკონსტიტუციურად სცნო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მცირე ოდენობით მარიხუანის მოხმარების, ასევე მოხმარების მიზნით შეძენის, შენახვისა და დამზადებისთვის პატიმრობა არაკონსტიტუციურად სცნო. შესაბამისი საკანონმდებლო ნორმები სასამართლოში სახალხო დამცველს ჰქონდა გასაჩივრებული. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად სცნო საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გასაჩივრებული ნორმების ნორმატიული შინაარსი. კერძოდ, საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიმრო სანქციების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოქმედი კანონმდებლობით მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, ასევე მოხმარების მიზნით შეძენის, შენახვისა და დამზადებისთვის სანქციად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, რაც სახალხო დამცველის აზრით არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, ზედმეტად მკაცრია და წარმოადგენს ღირსების შემლახველ სასჯელს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მცირე ოდენობით მარიხუანის მოხმარების, ასევე მოხმარების მიზნით შეძენის, შენახვისა და დამზადების ნაწილში ნორმები იმეორებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს. სასამართლომ ნორმის ეს ნაწილი არაკონსტიტუციურად სცნო გამარტივებული წესით, განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით. საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი სადავო ნორმების იმ შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის, ასევე მოხმარების მიზნით შეძენის, შენახვისა და დამზადებისათვის“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)