|
2016-12-22 21:53:32, 1424 ნახვა
საზოგადოება
მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა: შორენა თეთრუაშვილი უნდა ჩამოცილდეს საპატრიარქოს მართვა-გამგეობას
შორენა თეთრუაშვილი არა მოიხსნას, არამედ უნდა ჩამოცილდეს მართვა-გამგეობას საქართველოს საპატრიარქოსი, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში განაცხადა. მისი განცხადებით, თეთრუაშვილის "ჩამოცილების" მცდელობა გასულ წელს იყო, თუმცა, მისი თქმით, რაღაც გარკვეული მიზეზების გამო,პატრიარქი დაარწმუნეს გარკვეულმა ადამიანებმა, რომ "ეს ქალბატონი" საჭიროა დედა ეკლესიაში ამ მდგომარეობით, რაც, მას მიაჩნია ძალიან დიდ უხერხულ მდგომარეობად. ”მისი უწმინდესობა უნდა დარწმუნდეს ამაში და გადადგას ეს გამბედავი ნაბიჯი, როგორც მას ჩვევია. იყო ამის მცდელობა შარშან ამ დროს, სინოდის სხდომის შემდეგ. რაღაც გარკვეული მიზეზების გამო, რასაც ვეძახი მე საქართველოს ეკლესიის ინტერესების ღალატს, პატრიარქი დაარწმუნეს გარკვეულმა ადამიანებმა, რომ ეს ქალბატონი საჭიროა დედა ეკლესიაში ამ მდგომარეობით, რაც, რა თქმა უნდა, მიმაჩნია ძალიან დიდ უხერხულ მდგომარეობად. მე კიდევ ერთხელ ვთქვი და შევახსენე მის უწმინდესობას მამა-შვილური დამოკიდებულებით. არა მოიხსნას, არამედ უნდა ჩამოცილდეს მართვა-გამგეობას საქართველოს საპატრიარქოსი”, - განაცხადა მეუფემ. როგორც მან აღნიშნა, შორენა თეთრუაშვილს განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს, მისივე განმარტებით, მას ერთპიროვნულად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები საქართველოს საპატრიარქოს სახელით. ”განუსაზღვრელია ძალაუფლება, როდესაც მას ერთპიროვნულად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები საქართველოს საპატრიარქოს სახელით. განუსაზღვრელია ძალაუფლება, როდესაც რიგი სასულიერო პირებისა და მაღალი იერარქებისა უფრო მეტად ასრულებენ მის დავალებას, ვიდრე საქართველოს ეკლესიის მმართველი კათოლიკოს-პატრიარქისა”, - აღნიშნა მეუფემ. მისივე თქმით, პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს დღეს სამართლიანად უწოდა ”რუხი კარდინალი”. ”ვუწოდე სამართლიანად. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე და არაერთგზის, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი შეკითხვაა ხოლმე პასუხგაუცემელი და ბურუსით მოცული. ნამდვილად ჩავთვალე საჭიროდ, რომ საზოგადოებამ იცოდეს ის, რაც არაერთხელ გვითქვამს სინოდის სხდომაზე, რომ პრობლემა არის ამ ქალბატონის ხელში არსებული დიდი ძალაუფლება. ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს და ამ გამოსწორებას ეკლესიაში მდგომარეობის გაჯანსაღება მოჰყვება”, - განაცხადა მეუფემ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)