|
2016-12-21 17:37:10, 2721 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა - ტერაქტში ეჭვმიტანილ ტუნისელს ეძებენ
გერმანიის პოლიცია 24 წლის ტუნისელს ეძებს, რომელიც ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, ტუნისის მოქალაქის საბუთები ანის ა.-ს სახელზე სამართალდამცველებმა სატვირთო მანქანაში, მძღოლის სავარძლის ქვეშ აღმოაჩინეს. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ თავდამსხმელს თანამზრახველები ჰყავდეს და ისინი შეიარაღებულები იყვნენ. ამასთან, BBC-ის ცნობით, ბერლინში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. ცნობისთვის, 23 წლის პაკისტანელი მამაკაცი, რომელიც მანამდე იყო დაკავებული, პოლიციამ დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა. ამასთან პოლონეთმა თავისი მოქალაქის მკვლელობის გამოძიება დაიწყო. როგორც გერმანული მედია წერს, სატვირთო მანქანის მძღოლი დაუდგენელმა პირმა თავისი მანქანის კაბინაში მოკლა. გამოცემა Bild-ი ცხედრის ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდნობით წერს, რომ მძღოლი, რომელიც მოკლული მგზავრის სვარაძელზე აღმოაჩინეს, ცოცხალი იყო სატვირთო მანქანის საშობაო ბაზრობის შევარდნის მომენტამდე. ექსპერტი ვარაუდობს, რომ მან თავდამსხმელის შეჩერება სცადა, რა დროსაც პოლონეთის მოქალაქეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაზე პასუხსიმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ბერლინის ცენტრში, 60 კილომეტრის სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა. დაიღუპა 12 ადამიანი. 48 კი დაშავდა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
უკრაინელებმა სამარაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს, მოსკოვში კი კვლავ საჰაერო კოლაფსია
უკრაინამ ბრიანსკის რეგიონში დაბომბა ქარხანა, რომელიც რუსული არმიისთვის დაკონსერვებულ საკვებს აწარმოებს
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)