|
2016-12-21 16:08:59, 985 ნახვა
საზოგადოება
სემეკმა თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები გაზარდა
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფები გაზარდა. სემეკის გადაწყვეტილებით, ,,გარდაბნის თბოელექტროსადგურისთვის” დღგ-ს გარეშე 2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1კვტ/სთ - 6.659 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 9.056 თეთრი. შპს "ჯიფაუერისთვის”, დღგ-ს გარეშე, 2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1 კვტ/სთ - 8.460 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 14.120 თეთრი. შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის”, დღგ-ს გარეშე, 2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1კვტ/სთ - 11.303 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 14.234 თეთრი. შპს "მტკვარი ენერჯისთვის”, დღგ-ს გარეშე, 2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1კვტ/სთ - 10.748 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 12.194 თეთრი. ცნობისთვის, დადგენილი ტარიფები ძალაში 2017 წლის პირველი იანვრიდან შევა და 2017 წლის ბოლომდე იმოქმედებს.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)