|
2016-12-21 14:32:01, 906 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე მოთხილამურე პატრული იმუშავებს
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სათხილამურო სეზონის დაწყების წინ, ბაკურიანში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოთხილამურე პატრულის თანამშრომლებს შეხვდა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით დავალებები მისცა. ახალ სათხილამურო სეზონზე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2016 წლის იანვარში, შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო. სიახლე პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტის სახით, გუდაურში ამოქმედდა. მიმდინარე სეზონზე შსს-ს საპატრულო პოლიციას უკვე ახალი დანაყოფი დაემატა - მოთხილამურე პატრული. დანაყოფის სპეციალურად გადამზადებული 74 თანამშრომელი გუდაურის, მესტიის (თეთნულდი, ჰაწვალი), ბაკურიანის და გოდერძის უღელტეხილის ზამთრის კურორტების სასრიალო ტრასებზე პატრულირებას სამთო-სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით განახორციელებს. ახალი აღჭურვილობა, სეზონის გახსნის წინ, მოთხილამურე პატრულის თანამშრომლებს შს მინისტრმა პირადად გადასცა. „მოთხილამურე პატრულის საპოლოტე პროექტმა გაამართლა. გასულ სეზონზე სქი-პატრულმა წარმატებით იმუშავა. არაერთ დაზარალებულ ჩვენს მოქალაქეს და ქვეყნის სტუმარს აღმოუჩინა დახმარება და მრავალგზის აღკვეთა სასრიალო ტრასებზე წესრიგის დარღვევის ფაქტები. როგორც შარშან დაგპირდით, სპეციალურად გადამზადებული მოთხილამურე პატრული წელს უკვე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე დაიცავს საზოგადოებრივ წესრიგს, დამსვენებელთა, მოთხილამურეთა უსაფრთხოებას. მჯერა, რომ ისინი წელსაც თავდაუზოგავად იმუშავებენ“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. სასრიალო ტრასებზე მოთხილამურე პატრულის ფუნქცია-მოვალეობებია: სათხილამურო გზით მოსარგებლე პირთა წესების დაცვის კონტროლი; საფრთხის შემქმნელ პირთა სათხილამურო გზიდან ჩამოშორება; ალკოჰოლურ ან ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა ზემოქმედების დამახასიათებელი ქცევის კონტროლი; მოსწავლე–მოთხილამურეთა ვარჯიშის არეალის კონტროლი და უსაფრთხოების ზომების დაცვა; სათხილამურო ტრანსპორტზე აკრძალული ტრანსპორტით გადაადგილების აღკვეთა; სათხილამურო გზებზე არსებული მონიშვნების, ნიშნების და უსაფრთხოების ბარიერების კონტროლი. პოლიციელებს ფორმის ტანსაცმელსა და სათხილამურო ჩაფხუტზე აქვთ განმასხვავებელი წარწერა – „SKI PATROL“ და „POLICE“. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, აკრძალულია: სასრიალო ზონაში სასრიალო ტრასაზე თოვლმავლითა და მოტოციგით გადაადგილება, გარდა უფლებამოსილი პირებისა; სასრიალო ზონაში სასრიალო ტრასაზე მოსარგებლის მიერ სრიალი ან თოვლმავლის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში; დახურულ სასრიალო ტრასებზე შესვლა; ასევე, დაუშვებელია სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ სხვა მოსარგებლესთან შეჯახების შემდეგ შემთხვევის ადგილის მიტოვება დაზარალებულისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენისა და უფლებამოსილი ორგანოსთვის ან პირისთვის შეტყობინების გარეშე.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)