12:11 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 21:35:43, 3338 ნახვა

მსოფლიო
„ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით“ - თურქეთში რუსეთის ელჩი მოკლეს

ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით, - ეს სიტყვები დაიძახა თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელმა მაშინ, როდესაც ელჩზე თავდასხმა განახორციელა.

თურქული მედიის ცნობით, ის ლიკვიდირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ლიკვიდაცია საპოლიციო შტურმის შედეგად განხორციელდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მკვლელმა რუსეთის ელჩს ხუთი ტყვია ესროლა. ტერორისტი ყვიროდა „ალაჰ აქბარ“. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნული ტერაქტი მიმართული იყო ელჩის წინააღმდეგ, რადგან გასროლის შემდეგ, თავდამსხმელმა ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება მისცა, საგამოფენო სალონის შენობა დაეტოვებინათ.

გამოცემა „Hurriyet“-ის ინფორმაციით, რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე სიტყვით გამოდიოდა, სადაც ტარდებოდა ფოტოგამოფენა „რუსეთი თურქების თვალით“. გავრცელებული ინფორმაციით, რუს დიპლომატთან ერთად, დაჭრილია კიდევ სამი ადამიანი.

შეგახსენებთ, თურქეთში რუსეთის ელჩს ანდრეი კარლოვს თავს დაესხნენ. თავდასხმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსკოვში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე მოხდა, სადაც რუსულ და ირანულ მხარესთან სირიის საკითხი უნდა განხილულიყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებისგან
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics