|
2016-12-19 11:06:31, 2929 ნახვა
მსოფლიო სხვადასხვა
"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე": 2016 წელს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 74 ჟურნალისტი დაიღუპა
საერთაშორისო ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ინფორმაციით, 2016 წელს მოვალეობის შესრულების დროს 74 ჟურნალისტი დაიღუპა, - ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. ორგანიზაციის ცნობით, 2015 წელს მოვალეობის შესრულების დროს 101 ჟურნალისტი დაიღუპა. 2016 წელს ყველაზე მეტი - 19 ჟურნალისტი სირიაში მოკლეს, ავღანეთში - 10, მექსიკაში - 9, ერაყში - 7 და იემენში - 5. ჟურნალისტების უმეტესობა თავიანთ ქვეყნებში მოკლეს, გარდა 4 ჟურნალისტისა, რომლებიც საზღვარგარეთ მივლინებაში ყოფნის დროს დაიღუპნენ. ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს მსოფლიოში სულ 348 ჟურნლისტი დააკავეს, რაც გასულ წელთან შედარებით, 6%-ით მეტია. მხოლოდ თურქეთში, დაკავებული ჟურნალისტების რაოდენობა წელს 22%-ით არის გაზრდილი.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)