|
2026-10-13 11:01:54, 3258 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა კიმ ჩენ ინთან ნოემბერში შეხვედრა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნოემბერში ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შეხვდეს. „შემიძლია. საინტერესო იქნება, არა? მაგრამ მასთან კარგად ვერთობი“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს, როდესაც ნოემბერში აზიაში კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ ჰკითხეს. აგვისტოს ბოლოს, The Wall Street Journal-მა, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის პრეზიდენტი აზიაში შემოდგომის მოგზაურობის დროს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრის შესაძლებლობას ეძებდა. ამერიკელი ლიდერი 18-19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჟენში, APEC-ის სამიტზე დასწრებას გეგმავს. მანამდე კი, მანილაში ASEAN-ის ფორუმზე დასწრებას გეგმავს. ტრამპი და კიმ ჩენ ინი ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, მათ შორის 2018 წლის სინგაპურის სამიტზე და 2019 წლის ჰანოის სამიტზე, მაგრამ მათი მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)