|
2016-12-16 19:30:26, 1154 ნახვა
საზოგადოება
ელისაშვილი ნარმანიას: „სითი პარკის“ საკითხი აისხლიტეთ და საკრებულოს გარინჩას პასივით მოგვიგდეთ
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რა ღია მსჯელობა უნდა გაიმართოს საკრებულოში „სითი პარკთან“ დაკავშირებით. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მერიამ „სითი პარკის“ საკითხი საკრებულოს „გარინჩას პასივით მიუგდო“. „გადაწყვეტილების მიღების უნარზე ვლაპარაკობთ, რომ აისხლიტეთ „სითი პარკის“ საკითხი ორწელიწადნახევრის თავზე და მოგვიგდეთ აქ გარინჩას პასივით. რა ღია მსჯელობა უნდა გაიმართოს საკრებულოში? რაზე უნდა ვიმსჯელოთ? რომ სითი პარკი ცუდია?! „ძალიან ცუდია „სითი პარკი“- სახელმწიფოებრივ თავისუფლებზე არ გვაქვს ისეთი კონსენსუსი, როგორც „სითი პარკთან“ დაკავშირებით. თქვენ ხართ თბილისის მერი, მიხაროდა რომ ზუგდიდელი კაცი ავირჩიეთ, რადგან ვფიქრობდი, რომ უფრო მეტი ამბიცია და მოტივაცია გექნებოდათ, რომ უფრო მაგარი ხნული გაგევლოთ და უკან მოსახედი გქონოდათ. საშინელება გააფორმა მამუკა ახვლედიანმა, მაგრამ თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. „სითი პარკის“ წასვლას ახლავს რისკები, უნდა დაითვალოთ ეს რისკები და მათი პრევენცია უნდა მოხდეს, ამისთვის ხართ თბილისის მერი, ვიღაც „სტაინშიკი“ ვერ გააუქმებს მას. თქვენ ან გადადექით და გვიმალვათ და ამიტომ ვერ იღებთ „სითი პარკზე“ გადაწყვეტილებას, ან საკუთარ თავს ემალებით, ან არ იცით რა უფლებამოსილებით ხართ არჩეული“, - მიმართა ალეკო ელისაშვილმა დავით ნარმანიას. დავით ნარმანიამ ელისაშვილს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ „სითი პარკს“ ხელშეკრულება ვერ გაუწყვიტეს იმის გამო, რომ აღნიშნულის სანაცვლოდ კომპანიისთვის გადასახდელი 25 მილიონი ლარი ამ ეტაპზე 2017 წლის ბიუჯეტში განსაზღვრული არ აქვთ. „ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება. 25 მილიონი 25 თეთრი არ არის“,- დასძინა ნარმანიამ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)