|
2016-12-16 16:50:22, 1392 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაცია სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს პრემიერ-მინისტრის განცხადების დამახინჯებაში ადანაშაულებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში, მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების მიზანმიმართულად დამახინჯებაზე საუბრობენ და ამ ფაქტს პოლიტიკურ მიზნებს უკავშირებენ. როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სავალუტო კურსის დავიწყებისკენ მოუწოდა სიცრუეა. "სამწუხაროდ, გახშირდა ადამიანებისთვის მგრძნობიარე და მტკივნეული თემების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება - სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები, ამა თუ იმ ინფორმაციას, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, მიზანმიმართულად ამახინჯებენ. სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სავალუტო კურსის დავიწყებისკენ მოუწოდა. პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა კონკრეტული გეგმა და ნაბიჯები, რომელთა რეალიზაციის შედეგად ჩვენი მოსახლეობა აღარ იქნება ყოველდღიურად დამოკიდებული სავალუტო კურსის ცვლილებაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და რთული სოციალური ფონის გათვალისწინებით, საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს, თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკისა და ქვეყნის განვითარების დონიდან გამომდინარე, აქვს შესაძლებლობა, მისი ეკონომიკა იყოს უკეთეს მდგომარეობაში, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით“, - აცხადებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)