00:37 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 18:10:25, 1062 ნახვა

საზოგადოება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება წელსაც გაგრძელდება

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება წელსაც გაგრძელდება. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა.

კერძოდ,  2016-2017 სასწავლო წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაახლოებით 800 სტუდენტს დააფინანსებს.

სტუდენტების სწავლის დაფინანსების საკითხი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის 4 ნოემბრის სხდომაზე განიხილა.

„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება ჩვენი კომისიის მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. განათლების სამინისტროს ამ დახმარებით 800-მდე სტუდენტი სარგებლობს, ეს დახმარება წელსაც გაგრძელდება, რაც, ვფიქრობთ, მათი ოჯახებისთვის ხელშესახები შეღავათია. დროებითი სამთავრობო კომისია და კომისიაში ჩართული სახელმწიფო უწყებები კვლავაც გააგრძელებენ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე მაქსიმალურად ეფექტურ რეაგირებას“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics