|
2016-12-13 19:34:44, 1244 ნახვა
საზოგადოება
„ელიტ ელექტრონიქსის“ მულტი ბრენდული მაღაზია „სითი მოლი“ გლდანში
მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ტექნიკა, უნიკალური კონცეფცია, ექსკლუზიური ბრენდები და მომსახურების უმაღლესი სტანდარტი-ამ ყველაფერს „ელიტ ელექტრონიქსი“ ერთ სივრცეში აერთიანებს და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყველაზე დიდ მაღაზიას „სითი მოლი“ გლდანში გთავაზობთ. მაღაზია არა მხოლოდ მასშტაბით, არამედ უნიკალური კონცეფციით არის გამორჩეული. „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს სთავაზობს ტექნიკის საუკეთესო ბრენდების ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში. მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების შოურუმები, როგორებიც გახლავთ: Apple, Samsung, LG, Sony, Bosh, Siemens, Gorenje, Philips, Acer, Lenovo და სხვა. აღსანიშნავია, რომ „ელიტ ელექტრონიქსი“ გახლავთ Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში, Bosh-ის, Siemens-ის, Gorenje-სა და Hitachi-ს ექსკლუზიური და ერთადერთი წარმომადგენელი. ასევე Samsung -ის ოფიციალური რითეილ პარტნიორი. კომპანია მომხმარებელს მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, აღნიშნული ბრენდების ყველა კატეგორიის ტექნიკაზე ერთკვირიან სპეციალურ აქციებს სთავაზობს, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებისას, ასევე 0%-იანი განვადებით შეძენის შემთხვევაშიც. „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიაში მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნილი. „ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 20 წელია მოღვაწეობს და მისი მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია, ასევე შეუქმნას მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ტექნიკის შესაძენად, გაუწიოს მაღალკვალიფიციური კონსულტაცია და ბაზარზე მუდამ ინოვაციური პროექტებით წარსდგეს. „ამ უბანში ეს არის ტექნიკის ყველაზე დიდი მაღაზია, სადაც ჩვენ წარმოდგენილები ვართ უდიდესი ასორტიმენტით, ესაა ადგილი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მთლიანად დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნები, როგორც მაღალი სეგმენტის, ისე დაბალი სეგმენტის პროდუქციაზე. ვფიქრობთ, ჩვენი მომხმარებლები უფრო კარგად იგრძნობენ თავს, ვცდილობთ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მათ“,-აცხადებენ „ელიტ ელექტრონიქსში“. „ელიტ ელექტრონიქსი“ დღესდღეობით საქართველოში ტექნიკის ბაზრის ლიდერია და ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელითაა წარმოდგენილი. საუკეთესო პროდუქცია, ფართო და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გაყიდვის შემდგომი მომსახურება, შეძენილი ნივთების ადგილზე მიტანა-მონტაჟი და მომსახურების მაღალი სტანდარტი-ყოველივე ეს განაპირობებს „ელიტ ელექტრონიქსის“ დღევანდელ სახელსა და ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე. ®
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)