|
2016-12-11 16:45:27, 1335 ნახვა
საზოგადოება
ნარიყალას ციხე-სიმაგრეს მასშტაბური რეაბილიტაცია-რესტავრაცია უტარდება
თბილისის განვითარების ფონდი ნარიყალას რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს. მათივე ცნობით, ციხე-სიმაგრის აღდგენის მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან, გიორგი ბაიდარაშვილთან და კრწანისის რაიონის გამგებელთან, გიორგი კოპალეიშვილთან ერთად გაეცნო. დავით ნარმანიას თქმით, ამ მასშტაბის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები ციხეს აქამდე არასოდეს ჩატარებია. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მოიცავს ნარიყალას დედაციხის სრულ რეაბილიტაციას. გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში წყალი ჩადიოდა კედლებში და აზიანებდა მას, პირველ რიგში, ჩატარდება ციხის გამაგრებითი სამუშაოები, შემდეგ კი დაზიანებული ფასადისა და სხვა ნაწილების რესტავრაცია. რაც მთავარია, ციხე-სიმაგრე კულტურული მემკვიდრეობის წესების სრული დაცვით აღდგება და მომავალში კვლავ იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი როგორც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის“- განაცხადა თბილისის მერმა. ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მსხვილი მიმართულების - „ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამით“ ხორციელდება. ციხის აღდგენაზე ძეგლთა დაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტები მუშაობენ. გრძელვადიანი პროექტი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. პირველ ეტაპზე გათვალისწინებული სამუშაოები მოიცავს კლდოვანი ფუძე-საძირკვლების გამაგრებას, ძველი სატრაპეზოს დემონტაჟსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ახლის მოწყობას. ციხის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ტაძარს, რომლის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის სატრაპეზო მნიშვნელოვანია. არსებული სატრაპეზო აგებულია სპონტანურად და ფარავს კედლის მნიშვნელოვან ისტორიულ ნაწილს. ახალი პროექტით, ახალი სატრაპეზო კომუნიკაციების ნაკლებად სახიფათო ზოლში აიგება. ასევე, ფასადი N12-დან N18 ბურჯის ჩათვლით გაიწმინდება იმ მცენარეებისგან, რომელიც კედელს აზიანებდა. იმავე ბურჯების ფასადი აგურის მასალით აღდგება. ნარიყალას ციხე ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ უძველეს ციხესიმაგრედ არის მიჩნეული. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება. მეოთხე საუკუნის ციხესიმაგრე ფრაგმენტულად გასული საუკუნის 90-იან წლებში აღადგინეს, თუმცა მისი ახლანდელი მდგომარეობა ავარიული და საფრთხის შემცველია. (NS)
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)