19:59 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 12:56:06, 980 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტროს ორგანიზებით, უწყების თანამშრომლებმა და პრობაციონერებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებით უწყების თანამშრომლებმა და პრობაციონერებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ნაძვის ნერგები პრობაციონერებთან ერთად სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის მინისტრის მოადგილეებმა ზვიად მიხანაშვილმა და თეიმურაზ მღებრიშვილმა, ასევე პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა გრიგოლიამ  და  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხებში მრჩეველმა ენტონი სტრეველერმა დარგეს.

დღესვე სამინისტროს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურომ (INL)  სამუშაო ინვენტარი გადასცა, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულებისთვის არის განკუთვნილი.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით  მინისტრის კახა კახიშვილის ინიციატივით გამწვანების აქცია ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიის  გარდა, პენიტენციური დაწესებულებების ეზოებშიც  ჩატარდა.

„ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს მიერ პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემული სამუშაო იარაღებით პრობაციონერები   მათზე დაკისრებულ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას აღასრულებენ“, - განაცხადა თეიმურაზ მღებრიშვილმა.

საქართველოში ამერიკის საელჩოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხებში მრჩეველი ენტონი სტრეველერმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დღევანდელი ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს აქცია საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის შესრულებას ემსახურება.  ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებული ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაცია, ასევე მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია სწორედ ასეთი სახით უნდა მოხდეს“, - განაცხადა ენტონი სტრეველერმა.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ზაზა გრიგოლიას განცხადებით INL-ის მიერ გადაცემული  ინვენტარი როგორც  თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, ასევე შრომამისჯილი მსჯავრდებულებისთვისაც გამოიყენება.

გამწვანების აქციას  დღეს თბილისის მერიაც შეუერთდა და უწყებას ნაძვის ნერგები გადასცა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics