|
2016-12-07 09:23:30, 1299 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმღვანელს ნიკოს კოძიას შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა დაადასტურეს საბერძნეთისა და საქართველოს ტრადიციული პარტნიორული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს მიმდინარე წელს საბერძნეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავის სათანადო აღნიშვნის მნიშვნელობას. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგა მინისტრი საიუბილეიო თარიღის აღსანიშნავად ოფიციალური ვიზიტით თბილისში მოიწვია. ამასთან, შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სხავდასხვა სფეროში თანამშრომლობის მაღალ პოტენციალს და ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების თვალსაზრისით მაღალი დონის პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის მნიშვნელობას. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა თბილისის მზაობა უმასპინძლოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მომდევნო რაუნდს. გარდა ამისა, მინისტრებმა მიმოიხილეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა ხელი შეუწყოს საბერნეთის ბიზნეს წრეებში საქართველოს შესაძლებლობების აქტიურ წარმოჩენას. ნიკოს კოძიასმა დაადასტურა საბერძნეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი და აღნიშნა, რომ საბერძნეთი ასევე მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას. ნიკოს კოძიასმა დაადასტურა საკუთარი მზადყოფნა ახლო მომავალში ეწვიოს თბილისს.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)