|
2016-12-06 17:51:09, 815 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე იანოშ ჰერმანს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის რანგში ვიქტორ დოლიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, ელჩთან იანოშ ჰერმანთან. ვიქტორ დოლიძემ და იანოშ ჰერმანმა საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. აღინიშნა ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული სამუშაო, დაფიქსირებული პროგრესი და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის წარმატებით ჩატარებული სხდომა, სადაც, ევროკავშირის მხარიდან, ასევე, მაღალი შეფასება დაიმსახურა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულმა რეფორმებმა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზეც. „ვიზა, რომ არის უახლოესი გადაწყვეტილების მიღების თემა, ამაზე ბუნებრივია კვლავ ვთანხმდებით. ჩვენ ყოველდღიურად ველოდებით პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებას. განწყობები არის ძალიან პოზიტიური. ყველა ამბობს იმას, რომ საქართველომ ზედმიწევნით სწორად შეასრულა ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა დირექტივა და კრიტერიუმი. ჩვენ ველოდებით რაც შეიძლება დროულად გადაწყვეტილების მიღებას“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს. „ჩვენ დახმარებებზე გავამახვილეთ ყურადღება. გვინდა, რომ აპრობირებულ იქნას აბსოლუტურად ყველა სფეროში, როგორიც არის განათლების სფერო, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და მათ შორის ენერგეტიკის სფერო. ჩვენ უკვე გავხდით ევროპის ენერგო ქარტიის მონაწილე ქვეყანა და ბუნებრივია კონკრეტულ თანხებზე არის საუბარი. ამას პრიორიტიზირება, სწორი კოორდინაცია დასჭირდება ქვეყნის შიგნით, რადგან იდენტიფიცირებულ იქნას ძირითადი სფეროები“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)