|
2016-12-05 14:41:57, 1738 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩიეს
დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ზურაბ პატარაძე უხელმძღვანელებს. შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დასამტკიცებლად უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა იყო აუცილებელი. ზურაბ პატარაძის კანდიდატურას 21 დეპუტატიდან სრული უმრავლესობით, 14 ხმით იქნა არჩეული. მთავრობის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სამოქმედო გეგმა წარუდგინა, რის შემდეგაც დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. „ძალიან მალე დავაკომპლექტებთ ჩვენ ახალ მთავრობას და ეს იქნება პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ორიენტირებულია საქმის ცოდნაზე, გამოცდილებაზე და ჩვენ ძალიან ბევრს გავაკეთებთ ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისა და წინსვლისათვის. დღევანდელ ჩემს გამოსვლაში არაერთგზის აღვნიშნე ის პროექტები, რომელიც დაგეგმილია აჭარის ავტონომიურ რესპულიკაში. ჩვენი პრიორიტეტია მომდევნო 4 წლის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ინვესტიციები და მეტი განვითარება. რა თქმა უნდა ერთერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენთვის მაღალმთიანი აჭარის განვითარება, ასევე ძალიან ბევრი საინტერესო და ინოვაციური პროექტია სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რაც გააძლიერებს რეგიონის მაღალმთიანეთის მოსახლეობას. პრიორიტეტებში გვაქვს ასევე გოდერძისა და გომარდულის განვითარება. და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს კუთხეს, რომ გახდეს ოთხივე სეზონზე მიმზიდველი და ტურისტულად აქტიური, სოციალურად და ეკონომიკურად ძლიერი რეგიონი", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ არჩევის შემდეგ. რეგიონის ახალმა მმართველმა ზურაბ პატარაძემ ახალი მინისტრთა კაბინეტი 10 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს. მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე პატარაძის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ოფიციალურად 28 ნოემბერს წარადგინა.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)