|
2016-12-03 14:06:13, 738 ნახვა
საზოგადოება
ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფმა ქართველ ფერმერთა მიღება გამართა
ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფმა სასტუმროში „ჰუალინგ თბილისი“, „საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადამზადებულ ქართველ ფერმერთა მიღება გამართა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველმა სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში, ვან ლიანპომ გახსნეს. სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის წარმომადგენელმა საქართველო-ჩინეთის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და წარმატებაზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროექტის მეშვეობით სასათბურე ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის საკითხებში საქართველოსა და ჩინეთში 300-მდე ქართველი ფერმერი/დაინტერესებული პირი გადამზადდა. სასწავლო კურსები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა. ამავე პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. შულავერში, ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის მიერ კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე მზის და ერთსივრციანი სათბურები აშენდა (7 დიდი და 25 პატარა სათბური), რომელიც სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულებისაა. ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ბაზაზე პერიოდულად ქართველი ფერმერები ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით პრაქტიკულ სასწავლო კურსს და გადამზადებას გადიან. „მსგავსი ტიპის პროექტები ქართველ ფერმერებსა და დარგით დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს გაიარონ თეორიული და პრაქტიკული სწავლება, გაიზიარონ ჩინეთში ამ კუთხით არსებული გამოცდილება და უკეთ გაეცნონ ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებს. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს არამარტო ჩვენი ქვეყნების დაახლოებას, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სასათბურე მეურნეობების განვითარებას“, - აღნიშნა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან ოჯმაჯურიძემ. ღონისძიების ბოლოს, რიგით მეექვსე სასწავლო სემინარი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. კურსი 10 დღიანია და მიზნად ისახავს ფერმერებისთვის ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების გაცნობასა და სწავლებას, ინფორმაციის გადაცემას მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკაზე, სტრუქტურაზე და მართვაზე. საზეიმო ღონისძიებას სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები და ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის ლიდერები ესწრებოდნენ.
(NS)
კალაძე - 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტი რას იტყვის ჩემთვის საინტერესო არ არის, რადგან ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა
MyCellfie-მ Globee Awards for Technology-ის ჯილდო მიიღო
თიბისი ეროვნული AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და თანაორგანიზატორია
ისარგებლე Amex-ის Black Friday შეთავაზებებით - მიიღე მეტი MR ქულა და ფასდაკლებები
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



