|
2016-12-02 12:59:36, 923 ნახვა
რეგიონი
აჭარაში საუკეთესო ტურისტული ობიექტები „მაგნოლია 2016“-ზე დაჯილდოვდება
აჭარაში, საუკეთესო სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების ვინაობა წლის ბოლომდე გახდება ცნობილი. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს. მათივე ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის წამყვან მოთამაშეებს დეკემბრის ბოლოს „მაგნოლია 2016“-ზე დააჯილდოვებს. დაჯილდოების ცერემენიალზე გამოვლინდება თუ რომელ განთავსებისა და კვების ობიექტს, ტურისტულ ატრაქცია/მუზეუმს, გიდს, ტურისტულ სააგენტოსა და ტურისტული მარშრუტს გააჩნია ტურისტების, მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის ყველაზე მაღალი ნდობა და შეფასება. დეპარტამენტი წელს აჭარაში, ყველაზე მაღალი სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების გამოსავლენად ტურისტებისა და სექტორის შეფასებებს გამოიყენებს. მომხმარებელთა შეფასებების მისაღებად დეპარტამენტმა სექტემბრიდან დაიწყო მომხმარებელთა კვლევა, რომელიც ონლაინ კვლევას, ასევე Trip Adviser-ზე, Booking. Com-სა და Facebook.com-ზე ტურისტების შეფასებების კვლევას ითვალისწინებს. ტურისტების გამოკითხვა მიმდინარეობს, როგორც ონლაინ რეჯიმში ასევე რეგიონში არსებულ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებსა და ტურისტულ ადგილებში. ამ ეტაპზე კვლევაში 1000-მდე ტურისტი და უბრალო მომხმარებელია ჩართული. „მნიშვნელოვანია, როცა ცალკეული ტურისტული ობიექტის სერვისს ტურისტი აფასებს. სწორედ ტურისტისა და უბრალოდ მომხმარებლის აზრია გასათვალისწინებელი, როცა ტურისტული ბიზნესის განვითარება და სერვისის გაუმჯობესება გვსურს. ამ შემთხვევაში, ჩვენი მთავარი მიზანია ტურისტმა და უბრალო მომხმარებელმა გამოავლინოს აჭარაში საუკეთესო სერვისის მქონე ობიექტები. რა თქმა უნდა ამას ემატება ტურიზმის სექტორის გამოკითხვაც, მაგრამ მნიშვნელოვანი წილი მაინც ტურისტებზე მოდის,“ აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის განვითარების განყოფილების უფროსი თამარ კაიკაციშვილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საუკეთესო სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების გამოვლენისას მომხმარებლის კვლევის გარდა ტურისტული სააგენტოების, განთავსებისა და კვების ობიექტების, გიდებისა და სატრანსპორტო კომპანიების შეფასებებსაც გამოიყენებს. საუკეთესოს გამოვლენისას დეპარტამენტი ასევე გაითვალისწინებს პროექტის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ შედეგებს. (NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)