|
2016-12-01 19:06:05, 873 ნახვა
პოლიტიკა
დონალდ ტუსკი საპარლამენტო არჩევნებზე: ეს არის საქართველოში დემოკრატიის ნამდვილი წარმატება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკიმ ტუსკის განცხადებით, ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით ჩატარდა. მან ჩატარებულ არჩევნებს საქართველოში დემოკრატიის წარმატება უწოდა: ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით. ეს არის საქართველოშიდემოკრატიის ნამდვილი წარმატება. მადლობას მოვახსენებ პრემიერ-მინისტრს, რომლის მთავრობამ ძალ-ღონე არ დაიშურა ასეთი შედეგის უზრუნველსაყოფად. დღევანდელ შეხვედრაზე მე მოვუწოდე პრემიერ-მინისტრს ოპოზიციასა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადებასთან აქტიური დიალოგის გაგრძელებისკენ. ჩვენ განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების საკითხები. მე უდიდეს შეფასებას ვაძლევ საქართველოს ამბიციური რეფორმების გეგმას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებას,რომელიც ემსახურება საქართველოს კეთილდღეობას და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას.ევროკავშირი მომავალშიც გაგიწევთ დახმარებას ამ პროცესში. გარდა ამისა, მადლობას მოვახსენებ საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს აღმოსავლეთ პარტნიორობისფარგლებში. იმედის თვალით შევყურებ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში საერთო სამომავლო მიზნების დასახვის პროცესსაღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც გაიმართება 2017 ნოემბერში. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა მადლობა მოვახსენო საქართველოს იმ წვლილისთვის, რომელიც მას განუხრელად შეაქვს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში, ასევე დახმარებისთვის ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისგატარების საქმეში. რაც შეეხება, უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეთათვის, შარშან ოქტომბერში ყველა წევრმა ქვეყანამ დაადასტურა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა მოთხოვნა. დღეს ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ ამ საკითხზე თავად ევროკავშირში.ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არის ევროკავშირის მხარის შიდა პრობლემა, რომ ჩვენ, შეძლებისდაგვარად, სწრაფად მივაღწიოთშეთანხმებას უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს ჰორიზონტალურ მექანიზმს ყველაწესთან მიმართებაში, რომელიც ძალაშია ევროკავშირში ვიზებთან დაკავშირებით. საქართველო იმსახურებს ამ პროცესისდროულად და წარმატებით დასრულებას“,-განაცხადა დონალდ ტუსკიმ. მან შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს, აფხაზეთს შორის სამხედროთანამშრომლობის შესახებ ეგრეთწოდებული შეთანხმების რატიფიკაციის გამო. „ევროკავშირი მკაფიოდ აცხადებს, რომ ამ შეთანხმებით ირღვევა საერთაშორისო სამართალი, საქართველოს სუვერენიტეტისა დასაერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ჩათვლით. ამშეთანხმებას არავითარი წონა არ აქვს ევროკავშირის თვალში. ჩვენ უპირობოდ ვემხრობით საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისომოლაპარაკებებში ჩვენი თავმჯდომარეობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით. ევროკავშირი მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“,-აღნიშნა დონალდ ტუსკიმ.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)