23:12 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 01:43:30, 893 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც არ დაუშვა ჩემი პარტიიდან დისტანცირების გეგმის განხორციელება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომას, რომლის გადაწყვეტილებით ენმ-ის ყრილობა 7000 დელეგატის მონაწილებით გაიმართება, სოციალური ქსელით გამოეხმაურა. 

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მადლობას უხდის ყველას, ვინც არ დაუშვა პარტიიდან მისი დისტანცირების გეგმის განხორციელება. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, დღევანდელი გადაწყვეტილებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" სიმწიფე, ერთიანობა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება აჩვენა.

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს იმისთვის, რომ მათ გააკეთეს ერთადერთი სწორი არჩევანი - მრავალათასიანი, დემოკრატიული და ევროპული ტიპის პარტიისთვის შესაფერისი ყრილობის სასარგებლოდ. 

ეს ნიშნავს იმას, რომ პარტიის უმრავლესობა ემხრობა ჩართულობის, ერთიანობისა და განახლების იდეას. 
ეს იდეა უალტერნატივოა მომავალსა და გამარჯვებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი ორგანიზებული ძალაა ევროატრალნტიკური კურსის დასაცავად. 

ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი. 

ამ არჩევანს დღეს საფრთხეს უქმნის ივანიშვილის ოლიგარქიული და არაფორმალური მმართველობა. 
დღეს ჩვენმა პარტიამ აჩვენა სიმწიფე, ერთიანობა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება, რაც უტყუარი წინაპირობაა ჩვენი ხალხის მიერ არჩეულ გზაზე გამარჯვების მიღწევისა და არსებული ანომალიური ვითარების დასრულებისთვის.

ის წესი, რომელიც პარტიის მმართველმა ორგანომ აირჩია, უზრუნველყოფს ყველანაირი, მათ შორის, განსხვავებული მოსაზრებების არსებობას, მათზე საჯარო დისკუსიის შესაძლებლობას და დემოკრატიული გზით, აზრთა შორის ოპტიმალურის გამოვლენას. 

ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას , ვინც მაღალი ნდობა გამომიცხადა და არ დაუშვა ჩემი პარტიიდან დისტანცირების გეგმის განხორციელება.
ერთად გავიმარჯვებთ!
ძალა ერთობაშია!", - წერს სააკაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics